ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი დაინტერესდა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სამართალდარღვევათა კონკრეტული ფაქტებით, წინასაარჩევნო გარემოთი და ნინო ბურჯანაძის შეხედულებით არჩევნების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გარემო ბევრად თავისუფალია, კამპანია მაინც არასამართლიან და არათანაბარ გარემოში მიმდინარეობს. ძირითადი კონკურენტებისგან განსხვავებით, ნინო ბურჯანაძეს არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს უფასო სარეკლამო დროით, საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია მხოლოდ სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლებით და ა.შ
ბურჯანაძის თქმით, “დემოკრატიული მოძრაობა” აპირებს ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის გამოშვებას, რათა მოხდეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დროული ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.