ამ ფაქტს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით ქართული მხარე რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას მშვიდობიანად ცდილობს და ორ მხარეს შორის გარკვეული სახის პოზიტიური ნაბიჯები უკვე გადაიდგა. თუმცა, რუსეთის მხრიდან დღევანდელი მოქმედება დესტრუქციულია და არასწორი აცხადებს სესიაშვილი.
_ ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების ფარგლებში ახალი სტრატეგიებით დაიწყო მოქმედება და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ეს დადებითად შეაფასა. გარკვეული პოზიტიური შედეგებიც დადგა. თუმცა, რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლზე განხორციელებული მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც გამყოფ ზოლზე ახდენს ღობეების მონტაჟს, ჩემი აზრით ეს არის დესტრუქციული თავად პროცესისთვის. ჩემი აზრით ჩვენ თუ გვინდა არსებული კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. იმედი გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების ჩარევით ეს პრობლემა მოგვარდება _ ირაკლი სესიაშვილმა.