ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა:
_ ბოლო ხანებში სამჯერ მოხდა საქართველოს პარლამენტის შენობის დაცლა ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინების გამო. ჯამში, პარლამენტის ნორმალური ფუნქციობა შეწყდა 15 საათის განმავლობაში, რამაც მორალურ-პოლიტიკურთან ერთად პარლამენტს, წინასწარი მონაცემებით, მიაყენა 50 000 ლარამდე ოდენობის ქონებრივი ზიანი. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, პარლამენტს მიაწოდოს ცრუ შეტყობინების ავტორთა (არასრულწლოვნების შემთხვევაში, მათი მშობლების) მონაცემები, რათა, საქმის სასამართლოში განხილვის პარალელურად, მომზადდეს სამოქალაქო სარჩელი პარლამენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, _ განაცხადა უსუფაშვილმა.