შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ჰამარბერგი სასჯელაღსრულების სფეროში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდა. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტებით, ციხეებში ლიდერების ინსტიტუტთან დაკავშირებით არსებული ვითარებით და სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯებით, პატიმარ ლევან კორტავას საქმის დეტალებით და საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც მიზნად ისახავს პატიმართა უფლებების გაუმჯობესებას.
მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენელს, რეფორმების შედეგები და სამინისტროს გეგმები გააცნო. თომას ჰამარბერგი სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, პერიოდულად, სოზარ სუბარისგან იღებს.