ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ირინა ინარიძის თქმით, დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორს, ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ პოლიციამ შეატყობინა, რომელთა განმარტებით, აღნიშნულის შესახებ, ინფორმაცია 112-ში შევიდა.
_ ქალბატონო ირინა, დვაბზუს ორივე საჯარო სკოლაზე შევიდა შეტყობინება?
_ არ ვიცი, ალბათ ორივე სკოლის დირექტორი შიშობს და ბავშვები გამოყვანილია უკვე შენობიდან, _ გვითხრა ირინა ინარიძემ.