17 სექტემბერს გორის რაიონის სოფელ დიცში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, დღეს არსებული ვითარება მშვიდია. შსს-ს დანაყოფები აქტიურად აგრძელებენ ადგილზე პატრულირებას და მონიტორინგს.
სიტუაციის კონტროლის, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან.
სამინისტრო დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის მიერ 18 სექტემბრისთვის დაანონსებული შეზღუდვების ძალაში შესვლის ფაქტებს ასევე არ ადასტურებს.
შსს მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში ნებისმიერი ტიპის შეზღუდვის დაწესების მცდელობას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრი და ადეკვატური შეფასება მისცეს აღნიშნულ უკანონო ქმედებას.