ანონიმური ზარის ავტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში ცრუ შეტყობინება 18 სექტემბერს 15:31 საათზე განახორციელა. მან ოპერატორს თბილისში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკი”-ს ცენტრალურ ოფისში ნაღმის არსებობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეტყობინებისთანავე ადგილზე შსს-ს შესაბამისი სამსახურები გამოცხადდნენ, რომლებმაც შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია ოპერატიულად მოახდინეს. რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო – შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).