ხაჩიძემ მოსამართლე თეიმურაზ დგვარელის გადაწყვეტილება მედისთვის ფოტო და ვიდეო გადაღების აკრძალვის შესახებ გააპროტესტა: “მოსამართლეს არ სურს, ის ცირკი აჩვენონ ხალხს, რაც სასამართლო პროცესზე ხდება. მომავალ სასამართლო პროცესზე ფოტო და ვიდეო გადაღების ნებართვას ავიღებ,” _ განაცხადა “გურია ნიუსთან” გოგა ხაჩიძემ.