იუსტიციის მინისტრის განცხადებით, “საქართველოს ახალი მთავრობა დატოვებს თავის მემკვიდრეობას − ევროპული ტიპის დემოკრატიულ სისტემას, რომელიც ვერ დაინგრევა. კონსტიტუციური ცვლილებები კი, რომელიც საქართველოში ძალაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისა და ამჟამინდელი პრეზიდენტის − მიხეილ სააკაშვილის, შემცვლელის შემდეგ შევა ოქტომბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრს “მთავრობის რეალურ მეთაურად აქცევს”.
“პრეზიდენტს არ ექნება ძალაუფლება, დაითხოვოს მთავრობა ან მისი წევრები, მაგრამ პრეზიდენტი გააგრძელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენლის ფუნქციას, დარჩება შეიარაღებული ძალების მეთაურად, მიანიჭებს მოქალაქეობას და დანიშნავს ელჩებს”, − აცხადებს წულუკიანი.
მინისტრის თქმით, “ბოლო პერიოდის ჯაშუშური სკანდალები და წამების ფაქტები იქნება გამოძიებული და დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა. ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პასუხი უნდა გასცეს სასამართლოს შეკითხვებს; უამრავი ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერი გაკეთდა მისი კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის მიერ. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ასეთი ასეულობით ჩანაწერი ვიპოვეთ”.
მთავრობის მიერ ეს ჩანაწერები საჯაროდ განადგურდა. პენიტენციარულ სისტემაში წამებისა და გაუპატიურების ამსახველი მასალები კვლავ გამოძიებაშია.
როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველომ სასამართლო რეფორმა განახორციელა, რომელმაც სასამართლო სისტემა რეალურად გაათავისუფლა პოლიტიკური წნეხისგან. ასევე, შეიზღუდა გენერალური პროკურორის უფლებამოსილება. ამასთან, განხორციელდა შრომის კანონის რეფორმის პირველი ეტაპი და მიმდინარეობს მუშაობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე.