მისი თქმით, იგი მიესალმება აშშ-სა და რუსეთის შეთანხმებას სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ. თუმცა, დასძენს, რომ სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა დღის წესრიგში უნდა დარჩეს, რათა “დიპლომატიურ და პოლიტიკურ პროცესს” იმპულსი არ მოაკლდეს.
ამასთან, “ბი ბი სი”-ს ცნობით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა სირიის ქიმიური იარაღის განადგურების გეგმას შეასრულებს და ამ პროცესს ერთი წელი და მილიარდი დოლარი დასჭირდება.