კვლევის შედეგად აღმოჩენილი ყურძნის წიპწებით დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. ასევე, კომპლექსური კვლევის შედეგად, კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობის დასტურია.
უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ღვინის ეროვნული სააგენტო ერთობლივად განახორციელებენ ქართული ღვინის კულტურის ისტორიის კვლევის ეროვნულ პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოს როგორც უძველესი მეღვინეობის ქვეყნის წარმოჩენაა.