მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ 3 შუამდგომლობა დააყენა: სისხლის სამართლის დევნის და აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტა, მტკიცებულებების დასაშვებობა. თუმცა, მოსამართლემ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მორიგი პროცესი 25 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლო პოლიტიკურ ფარსად შეაფასა და აღნიშნა, რომ პროკურატურა და ხელისუფლება ერთად ცდილობენ ეს ფარსი მოსახლეობას არ უჩვენონ, რაც იმაში გამოიხატება, რომ დღეს მოსამართლემ ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება ყველას ჩამოართვა, გარდა “საზოგადოებრივი მაუწყებლისა.”
სასამართლო პროცესს პოლიტიკური განცხადებების გარეშე არ ჩაუვლია _ პროკურატურის კრიტიკასთან ერთად ხშირად ისმოდა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” კრიტიკაც. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხელისუფლება” საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის ფუნქციებს კარგავს და მალე კონცეფციურად რუსულ “ოერტეს” გაუთანაბრდება.