აღნიშნულ თანამდებობები ვაკანტური იყო და კონკურსის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ ქალაქს 3 ვიცე-მერი ჰყავს _ თენგო თოფურიძე, კოტე ლომიძე და გია შარაბიძე. სამივე მათგანი სხვადასხვა სფეროს გადაინაწილებს _ თენგო თოფურიძე ინფრასტრუქტურულ ნაწილს ჩაიბარებს, გია შარაბიძე _ ქალაქის ეკონომიკას, ხოლო კოტე ლომიძე _ სოციალურ საკითხებს გაუძღვება.
შეგახსენებთ, რომ სამივე მათგანი ამ დრომდე ვიცე-მერის პოსტს იკავებდნენ, თუმცა, ამჯერად ისინი კონკურსის შედეგად დაინიშნნენ აღნიშნულ თანამდებობებზე.