CCN-ის ფოტოგრაფმა ამოს ჩაპელმა ბერის საცხოვრებელი მოინახულა და არაჩვეულებრივი ფოტოები გადაიღო.
კაცხის სვეტი 1400 წლამდე დაუსახლებელი ყოფილა. 1944 კი წელს მთასვლელები პირველად ავიდნენ სვეტზე, სადაც უძველესი ტაძრის ნანგრევები და 600 წლის წინანდელი ძვლები იპოვეს.გავრცელებული ინფორმაციით ძვლები უკანასკნელ მესვეტეს ეკუთვნოდა. გადმოცემის მიხედვით მესვეტეობის ტრადიცია 423 წელს დაიწყო, როდესაც წმინდა სიმეონ მესვეტე ამქვეყნიურ ცხოვრებას გაერიდა და სირიაში ერთ-ერთ სვეტზე დასახლდა.
მაქსიმე ქავთარაძე თანამედროვე ქართველი მესვეტეა.
იგი იზოლირებულად ცხოვრობს, მაგრამ ბოლომდე განდეგილი არ არის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ის მონასტრიდან კიბით ეშვება, რათა საკუთარ მრევლს შეხვდეს. სვეტის ძირში ბერის რჩევა-დარიგებას ის ახალგაზრდები ელოდებიან, ვისაც ცხოვრებისეული პრობლემები აქვთ და დამოუკიდებლად უჭირთ მათი გადაჭრა. მაქსიმე მესვეტეც ერთ-ერთი მათგანი იყო იქამდე, სანამ მონასტერში მივიდოდა. ახალგაზრდობაში ის სვამდა, ნარკოტიკებს ჰყიდდა და სასჯელიც მოიხადა.
ბერობის აღთქმა მან 1993 წელს დადო კაცხის სამონასტრო კომპლექსის აღდგენით სამუშაობზე მუშაობისას.
სტატია მომზადებულია huffingtonpost-ზე დაყრდნობით.