კამპანიის “დავასუფთავოთ საქართველო” ფარგლებში საკრებულოს დეპუტატებმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
აღნიშნული აქცია საერთაშორისო კამპანიის – “დავასუფთავოთ მსოფლიოს ფარგლებში ტარდება და მას მწვანეთა მოძრაობა “დედამიწის მეგობრები” შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით ახორციელებს. დღის განმავლობაში აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიას დააასუფთავებენ.
დასუფთავების კამპანია ყოველი წლის სექტემბერში ტარდება და მასში 120 ქვეყანა მონაწილეობს.