გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ შემაშფოთებელია როცა კბილაშვილი 6 დღის განმავლობაში მტერი სახელმწიფოს დედაქალაქშია და ამაზე საზოგადოებამ არაფერი იცის. თარგამაძის მტკიცებით კბილაშვილმა კრემლისგან გარკვეული სახის ინსტრუქციები მიიღო, რომელსაც ალბათ მთავრობის მთელს შემადგენლობას მალე გააცნობს.
“მე მინდა გამოვეხმაურო მოულოდნელ, სამარცხვინო და საგანგაშო ამბავს, რომელიც გამოიხატა იმაში რომ ადამიანი რომელიც დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას ეგონა ხან გადამდგარი ხან შვებულებაში მყოფი, მთავარ პროკურორზე ვლაპარაკობ. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რუსეთის დედაქალაქში. თან საკმაოდ დიდი ხნით 6 დღით. რომ არა ჟურნალსიტების ინტერესი ამ ფაქტის მოწოდებას საზოგადოებისთვის საერთოდ არ აპირებდნენ. ხოლო მას შემდგე რაც ჟურნალისტებმა იკითხეს, პროკრატურის პრეცენტრმა თქვა რომ რაღაც გაურკვეველი პროკურორთა კონფერენცია ტარდებოდა მოსკოვში. იქ 6 დღის მანძილზე იმყოფებოდა კბილაშვილი. ნუ გასაგებია რომ იქ თავს გრძნობს როგორც საკუთარ სახლში, იმიტომ რომ იქ ბინაც გააჩნია. როგორც დეკლარაციაში აქვს მითითებული, მაგრამ თავისთავად ეს საკმაოდ საგანგაშო მოვლენაა. იმიტომ, რომ 6 დღის მანძილზე მან მიიღო ინსტრუქციები თავისთვისაც რათქმაუნდა და ალბათ იმ საქმეების წარმოებისთვის, რომელიც კრემლს დღეს ყველაზე მეტად აინტერესებს. მე ეჭვი მაქვს მან ჩამოუტანა ინსტრუქციები მთელს მთავრობას მოსკოვიდან და სურვილები. მე ვფიქრობ რომ ეს არის გაუგონარი ამბავი როდესაც ამხელა ხნით ადამიანი მტერი სახელმწიფოს დედაქალაქში იმყოფება და ამ სტუმრობაზე არც კი იფიქრა რაიმე განმარტების გაკეთება ჟურნალისტების შეკითხვამდე“ _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ.