პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს ცრუ შეტყობინებების შემცირებას. კობახიძე ორგანიზებულ დანაშაულზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, აღნიშნული ფაქტები კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყოს, რაც საბოლოო ჯამში შსს-ს პარალიზებას ისახავს მიზნად.
“მე მაინტერესებს, ვინ არიან ამ არასრულწოლოვნების მშობლები, რა კატეგორიას მიეკუთვნებიან და რა კავშირი აქვთ მათ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, _ განაცხადა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
კანონი ცრუ შეტყობინებებსთვის დამძიმდა _ ამგვარი ქმედებისთვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, სანქცია იზრდება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ, არაერთგზის ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სანქცია იზრდება 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.