საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს მისიის დირექტორთან ანდრეა ქერბსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, ასევე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსა და დამკვირვებლების ჩართულობაზე ისაუბრეს.
როგორც ქალბატონმა ანდრეა ქერბსმა და გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადეს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოში ორგანიზაციის 20 წარმომადგენელი ჩამოვა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდებიან.
(R)