ცრუ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერტიულ მართვის ცენტრ 112-ში 20 სექტემბერს 09:45 საათზე შევიდა. ზარის ავტორმა ცენტრის ოპერატორს ერთდროულად სამ სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.
შსს-ს შესაბამისი სამსახურები შეტყობინების მიღებისთანავე სამივე სკოლასთან გამოცხადდნენ. ოპერატიულად განხორციელდა მოსწავლეებისა და იქ მყოფი პირების ევაკუაცია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო. არცერთი სკოლის შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.
სამართალდამცველებმა ორივე მოზარდი მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს. ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან, როგორც 14 წელს მიღწეული პირები.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველო აწარმოებს.