უკვე ცნობილია თუ რომელ მუნიციპალიტეტებში აშენდება ახალი სამედიცინო ცენტრები: ზუგდიდში _ ინგირის თემი და საზღვრისპირა სოფელი განმუხური, მესტიაში – უშგული, წალენჯიხაში – საჩინოს თემი, მარტვილის მუნიციპალიტეტში – იჩხური, ჩხოროწყუში – ახუთის თემი, ხობში – შავღელე და სენაკის მუნიციპალიტეტში სოფელი მუშაფათი.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ასეთი სამედიცინო პუნქტები ქვეყნის მასშტაბით 81 სოფელში ამოქმედდება.