აღსანიშნავია, რომ ეს იყო ბელგიისა და საქართველოს იუსტიციის სამინოსტროების მაღალჩინოსნების პირველი შეხვედრა, სადაც ამ უწყებებს შორის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიპლომატიურ მრჩეველს სამართლებრივი და მართლმსაჯულების რეფორმები გააცნო, რასაც სამინისტრო ახორციელებს. მხარეებმა ასევე განიხილეს შესაძლო თანამშრომლობის საკითხები და შეთანხმდნენ, რომ გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას განსხვავებული ფუნქციების მქონე, ბელგიურ და ქართულ იუსტიციის სახლებთან დაკავშირებით.