მის ფარგლებში ქსელის რეგიონულმა კოორდინატორმა ელისო ამირეჯიბმა და იურისტმა მანანა ფურცხვანიძემ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრშიც გამართეს შეხვედრა. მათ პროკურატურის, პოლიციის, სასამართლო ორგანოების, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში თანადგომა სთხოვეს.
სტუმრებმა შეხვედრაზე დამსწრეთ გააცნეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებაც, რაც გულისხმობს “მარტოხელა დედის” სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფას.
ამავე დღეს, ოზურგეთში აღნიშნული ინიციატივის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.(R)