სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მურღულია კახეთში უკვე გაემგზავრა. იგი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება.
ცნობისთვის, კახეთში უკვე იმყოფება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორი ჯგუფი, რომელიც მხარეში შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა. პრობლემები კახეთში წვიმისგან ადიდებულმა მდინარეებმა გამოიწვია, თუმცა, არც ერთ მუნიციპალიტეტში მოსახლეობა გარესამყაროს მოწყვეტილი არ არის.