საქართველოს შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მთავარ წლიურ გამოცემაში UNWTO Tourism Highlights-შიც მოხვდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყანა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ქვეყნაში ტურიზმის განვითარების მიმართ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის კუთხით, რადგან ხსენებული გამოცემები მეტად სარწმუნო და გავლენიან ინფორმაციის წყაროებს წარმოადგენენ ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიაში.
8 თვის მონაცემებით, ქვეყანაში შემოსული უცხოელი მოგზაურების რიცხვმა 3 568 518 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26%-ია.
საერთაშორისო მოგზაურების ყველაზე დიდი რაოდენობა აგვისტოში ფიქსირდება (770 608). სტატისტიკურად საქართველოში შემოსული მოგზაურების უდიდესი წილი ზაფხულის სეზონზე აღინიშნება. საერთაშორისო მოგზაურების უდიდესი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან არის (3 132 623), რაც ვიზიტორთა 88%-ს წარმოადგენს. აღინიშნება მეზობელი ქვეყნების წილის კლების ტენდენცია, გასულ წელს ხსენებული მაჩვენებელი 91%-ს შეადგენდა.
ქვეყნების პირველი ხუთეული ჩამოსვლების მიხედვით ასე გამოიყურება: თურქეთი (1 109 920, ზრდა 18%), სომხეთი (820 043, 55%), აზერბაიჯანი (686 671, 15 %), რუსეთი (515 989, 69 %), უკრაინა (79 542, 73 %).