ახმეტის გამგებლის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, დილის 4 საათიდან დაწყებული წვიმის შედეგად, ქისტაურასა და ზემო ხოდაშენში ჯამში 80-მდე ოჯახი დაზარალდა. წვიმამ ძირითადად ვენახები და სიმინდის ყანები დააზიანა.
“ქისტაურში დაახლოებით სამოცი სახლია დაზიანებული, პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა. დახოცილია შინაური ფრინველიც. ვენახები ქვა-ღორღით გაივსო.
სოფელ ზემო ხოდაშენში ხევის ადიდების შედგად დაზიანდა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი, რის გამოც ამ ეტაპზე სოფელს წყალი არ მიწოდება. დაზიანდა ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია. მთლიანად პროექციიდან გამოვიდა იქ მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები.
ალავერდში 15-მდე ოჯახს მთლიანად დაეტბორა საკარმიდამო ნაკვეთები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ძალებს მაქსიმალურად ვიყენებთ, მაინც საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. გვპირდებიან, რომ ზარალის დათვლის შემდეგ გვერდში დაგვიდგებიან და საჭირო თანხებს გამოყოფენ,” _ განუცხადა “გურია ნიუსს” ვაჟა ნასყიდაშვილმა.
მისივე თქმით, დილიდან დისლოკაციის ადგილზე იმყოფებიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, მაჟორიტარი დეპუტატი. ასევე, ახმეტაში ელოდებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებსაც.
“ზარალი ითვლება და ზუსტი შედეგი ხვალ შუადღისთვის გვეცოდინება,” _ აღნიშნა ნასყიდაშვილმა.
როგორც ადგილობრივებმა “გურია ნიუსს” განუცხადეს, მოსახლეობას სიმინდის მოსავლის ნაწილი აღებული აქვთ