ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
“22 სექტემბერს, ქარელის რაიონის სოფელ დვანში, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ კვლავ გაგრძელდა ღობეების მონტაჟის წინამოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც ადგილობრი მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილობრივი ან მთლიანი გაყოფის წინაპირობას წარმოადგენს.
შსსამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს არსებულ პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქართული და საერთაშორისო თანამაეგობრობის მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადებებისა და პროტესტის მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის პროცესი კვლავაც გრძელდება,” – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, შსს “მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის უკანონო ქმედებას და ყველა მხარეს პროცესის დაუყონებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებს”.