დღეს 13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზოუკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.
სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია, მას ზოოპარკის ბინადართა ნაწილიც ემსხვერპლა.
თბილისის მერი დღეს დაღუპულთა მემორიალს ყვავილების გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს. დღესვე, მზიურში ამ ტრაგედიის სიმბოლოს – ბეჰემოტი „ბეგის“ ძეგლი გაიხსნება.