რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტომ „UPI“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
აღმოჩნდა რომ აშშ-ის ქალაქ სენტ-ლუის-პარკში მცხოვრებმა 13 წლის ბიჭმა მინესოტის უნივერსიტეტი დაასრულა.
ვუნდერკინდი ელიოტ ტენერი ბაკალავრის ხარისხს მიიღებს. მან ფიზიკის ფაკულტეტზე ისწავლა და მისი შემდეგი მიზანი დოქტორის ხარისხის მოპოვებაა.
ბიჭუნას დედის მტკიცებით, პატარა ელიოტმა კითხვა 2-3 წლის ასაკში, დამოუკიდებლად ისწავლა. 9 წლისა ის კოლეჯის წიგნებს კითხულობდა, 2 წლის შემდეგ კი ნორმანდეილის საზოგადოებრივი კოლეჯი დაამთავრა.