https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“წყალი, წყალი გვინდა!” _ მწყურვალი და “მოხუცი” სოფლის სამდურავი

8:09; 25.09.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საშინელი მიგრაცია, უმუშევრობა, მოხუცდა სოფელი, როდის ეშველება ამ გასაცოდავებულ საქართველოს?” _ ასე შემოგვჩივლეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, სადაც იქ მცხოვრებთა თხოვნით ავედით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის თემში სამი სოფელი _ მაღალი ეწერი, დაბალი ეწერი და მზიანი შედის. ცხოვრობს 498 ოჯახი, 1 200 კაცის შემადგენლობით.

სოფელ ასკანაში, როგორც გურიის სხვა სოფლებში, მიგრაცია, უწყლობის, უგზოობის პრობლემა და უმუშევრობაა, არის ბევრი სოციალურად გაჭირვებული ოჯახი. ჩაის ფაბრიკის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. სოფლის ცენტრში დარჩენილია სკოლის შენობის ნანგრევი, რომლის რეაბილიტაციაზეც ასკანელები დღემდე ოცნებობენ, თუმცა ამაოდ.

_ ჩვენი სოფლის უმთავრესი პრობლემა უწყლობა, უგზობა და უმუშევრობაა. სოფლის დახმარების პროგრამით, თითქოს, წყალი გამოიყვანეს, ვითომ გზაც შეარემონტეს, მაგრამ ის ძველი მილები სკდება და ყველგან პატარა “შადრევნებია”. შემოსავლის წყარო თხილია, მანდარინს ფასი არ აქვს, ისევე როგორც თხილს.

ყველაზე დიდი ტკივილი ჩვენი სოფლისთვის ისაა, რომ სოფელში ახალგაზრდას ვერ ნახავ, მოხუცებულები ცხოვრობენ და მათი გარდაცვალების შემდეგ, სახლებს გამოკეტვა ემუქრება. ახალგაზრდებს, რომლებიც თურქეთში თუ ჩვენთან, თბილისში სამუშაოდ არიან წასულები, მიტოვებული აქვთ სახლკარი. სოფელი სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენი სახნავ-სათესი ფართობები მეწყერ-საშიშ ზონაშია, 300 ჰექტარზე მეტი ჩაის ფართობი ეკალ-ბარდების ქვეშაა, ახლაც გზას აკეთებენ _ მოიტანენ და დაყრიან ინერტულ მასალას, ხრეშს რომ ეძახიან, მაგრამ ეს ხომ დროებითია? ჩინოვნიკებმა, 50 000-ათას ლარიან წლიურ ხელფასს რომ აძლევენ, საკუთარი ოჯახის წევრები ჩამოიყვანონ და აცხოვრონ აქ, სოფელში, ასეთ პირობებში და მერე მიხვდებიან, რეალურად როგორ ცხოვრობს ხალხი სოფელში. შენდება ოზურგეთი, მაგრამ ვისთვის? კარგი სკოლა გვქონდა და დაწვეს ვიღაც ვიგინდარებმა, _ ამბობენ ასკანელები.

ნინო მამალაძე, სკოლის დირექტორი: _ ორი წლის განმავლობაში არ გაკეთებულა არაფერი სკოლაში. არ გვყოფნის თანხა _ სწავლის დაწყების წინ, ჩემი საკუთარი ფულით შევიძინეთ ძალიან ბევრი რამ. დამეხმარნენ მასწავლებლებიც, კედლები იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, დერეფნები და საკლასო ოთახები ჩვენი პირადი ხარჯებით მოვაწესრიგეთ. პრობლემა ისაა, რომ შობადობა ძალიან დაბალია, ბავშვებიც აღარ არიან სოფელში. მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, დღეს სადაც სკოლაა განთავსებული, სკოლის შენობა არ იყო _ იყო სოფლის ადმინისტრაციული შენობა, რომელსაც არც ფანჯარა ჰქონდა და არც კარი. ძალიან პატარა ოთახებია, ამომტვრეულია იატაკი, შენობაში ვირთხებიც კი იყო.

ლილი ჭეიშვილი: _ 4 წელია, მუშაობა არ შემიძლია, ვარ ავადმყოფი მარტოხელა პენსიონერი. სოციალური დახმარება არ დამინიშნეს, ჩემი პენსია წამლებშიც არ მყოფნის. უკიდურეს დღეში ვარ.

ნუნუ ვაშალომიძე, პედაგოგი: _ ისე მომწონს თქვენი გაზეთი და კოლექტივი, ალბათ, დაარსების დღიდან ერთი ნომერი არ მაქვს ჩაგდებული, რომ არ წამეკითხოს. კიდეც ვიფიქრეთ, რომ შეხვედრას მოვუწყობთ სკოლაში,-მეთქი. მე ვარ ძირძველი ასკანელი, ძალიან მტკივა გული, სოფელზე _ აბა, გაიხედეთ, თუ დაინახავთ ახალგაზრდებს. მოხუცდა სოფელი, ახალგაზრდა გაქცევას ფიქრობს. დაცლილია ოჯახები, ყველა მეორე სახლი დაკეტილია. სკოლის ერთ-ერთ თანამშრომელს რომ 60 ლარი ექნება ხელფასი, რა უნდა ქნას იმან?

სოფელში ერთი ავტობუსი დადის _ დილას მიდის ქალაქში და შუადღეზე მოდის.

სოფლის ცენტრში, დანგრეული სკოლის ადგილზე რაღაც ფაბრიკის აშენებას აპირებენ. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია აქ სხვა შენობის აგება, გარდა სკოლისა. ეს სოფლის კიდევ ერთი დიდი გულისტკივილია. სხვაგან ააშენონ ფაბრიკა თუ ქარხანა და აქ სკოლა აგვიშენონ…

ნაირა გუნდაძე: _ სოფელში არაფერი არაა სკოლის მოსწავლეებისთვის, რა გახდა ერთი პრობლემის მოგვარება, რომ სოფელში ავტობუსმა შუადღის რეისი გააკეთოს? უწყლობის მერე, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, დაგვეხმარეთ, ძალიან გთხოვთ! მოწყვეტილი ვართ ქალაქს! მთავარი კი მაინც წყალია! მალე, ალბათ, თხოვნიდან ყვირილზე გადავალთ: წყალი, წყალი გვინდა!

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული პავლე მესხიშვილი “გურია ნიუსთან” თავისი სოფლის პრობლემებზე ღიად საუბრობს და მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემების არსებობას გვიდასტურებს: _ უსაფუძვლოდ არც ერთი მცხოვრები არ იტყვის რამეს. ყველას უჭირს დღეს, მართლაც ძალიან ბევრი პრობლემაა გადაუჭრელი. წყლის მილები, დაახლოებით, 30 წლისაა. დღესაც მიდის რეაბილიტაცია, მაგრამ რად გინდა?! _ შეაკეთებ ერთ ადგილს, მეორე ადგილზე სკდება, თანხა სჭირდება ძალიან დიდი, რომ საერთოდ შეცვალო სისტემა და ცენტრალური მაგისტრალი. სამომავლოდ კი გვპირდებიან _ ახლა ამის საშუალება არ გვაქვს, სოფლის პროექტების თანხა არ ყოფნისო. წყალი რომ არ გექნება დღეს, ასე ცხოვრება შეიძლება? გზა მოიხრეშა და ახლა უგზოობის პრობლემა არაა. სოფელს სჭირდება ავტობუსის რეგულარული რეისიც. მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურში მითხრეს, მოიყვანე შენი სამარშრუტო ტაქსი და ჩვენ ჩაგისვამთ განრიგშიო, მაგრამ მე სად მყავს მანქანა?!

_ სხვა რა პრობლემებია სოფელში?

_ არაა საკმარისი, რაზეც ვისაუბრეთ? წყალი _ არა, ტრანსპორტი _ არა, გზა _ არა, უმუშევრობა… ძირითადი შემოსავალი თხილია და იმასაც ფასი არ აქვს. რა ქნას გლეხმა კაცმა? ადრე ჩაი იყო და ისიც აღარაა.

_ რა შეიცვალა თქვენს სოფელში ბოლო თვეების მანძილზე?

_ არჩევნების შემდეგ? არჩევნების შემდეგ რაიმე ცვლილება ქვეყანას არ დატყობია და ჩემს სოფელში რა შეიცვლებოდა?! ველოდებით ახალ არჩევნებს და ვართ კიდევ იმედით, რომ რაიმე იქნება სასიკეთო.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

პასუხი "ნაციონალების" ბრალდებას

ფრაქცია "დედაქალაქი“ ერთობლივ თანამშრომლობაზე სასაუბროდ თბილისის მერს იწვევს

ყველა სიახლე

ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13.02.2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13.02.2026
პოლიტიკა

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებითი განმარტებები ვრცელდება

18:13; 13.02.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო