ქუთაისის სატრანსპორტო სამსხურის უფროს ნიკა კეპულაძის განცხადებით ტრანსპორტის სამსახურს ნებართა არ გაუცია და გაფრთხილებაც კი არ მიუღია, რომ გზა გადაიკეტებოდა.
“მეც იმ აზრზე ვარ, რომ უნდა გაეფრთხალებინათ სამსახური. როდესაც, 2 კვირის წინ მარგველაშვილის შტაბის პრეზენტაციის დროს გადაიკეტა მოედანი, წინასწარ ვიცოდით. ეს ალბათ სპონტანურად მოხდა… ყოველშემთხვევაში ტრანსპორტს შეფერხება არ აქვს, ვფიქრობ, მოსახლეობა უკმაყოფილო არ იქნება“.- უთხრა „გურია ნიუსს“ კეპულაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობს არც შსს სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამმართველოს პრესსამსახურის უფროსი ნანა კუხალაშვილი. თუმცა, ბერა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენლის თათია ხელაიას მტკიცებით, არსებობს შესაბამისი განცხადება ნებართვისთვის, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე ლომიძის სახელზე
,,ჩვენ მერიას მივმართეთ განცხადებით,რომ ცენტრალურ მოედანზე კონცერტის ჩატარების უფლება მოეცათ,მივუთითეთ ისიც, რომ დაგვჭირდებოდა გზის გადაკეტვა ამ დღეების განმავლობაში.არანაირი სამართალდარღვევა აქ არ არის“ , -განაცხადა რეპერის პრესსამსახურის წარმომადგენლემა თათია ხელაიამ.