კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ამომრჩევლებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ წარუდგინა.
გიორგი მარგველაშვილმა ვანის მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. კოალიციის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას საპრეზიდენტო პროგრამაც გააცნო.
გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლების მთავარ გამოწვევად ეკონომიკის გაძლიერება დაასახელა, რისი გარანტიც ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა უნდა იყოს.
“პოლიტიკა უნდა ჩადგეს ხალხის სამსახურში. ბოლო 20 წელი, ჩვენ რეალურად არ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც ემსახურებოდა ხალხს, ეს საბოლოოდ უნდა შევცვალოთ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა არის ქვეყნის რეალური რესურსი. სახელმწიფო გაძლიერდება და ეკონომიკა განვითარდება მაშინ, როცა ემიგრანტები დაბრუნდებიან და გამთლიანდება იძულებით გახლეჩილი ოჯახები. საჭიროა კიდევ უფრო მეტი ფული ჩავდოთ განათლებაში, რომ ჩვენი ახალგაზრდობა არ გარბოდეს უცხოეთში. სწორედ ამის შემდეგ შედგება ის ძლიერი საქართველო, რომელსაც დღეს ჩვენ თქვენთან ერთად ვგეგმავთ,” _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი ხვალ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრას თბილისში გამართავს.
(R)