“რუსეთის ოკუპაციის უკანდახევა შესაძლებელია მწყობრი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების პირობებში… ამიტომ ყველა ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ, მთავრობამ და მეც ახლა უნდა გამოვიჩინოთ ერთიანობა და სიმტკიცე, ყველამ ერთად უნდა გამოვავლინოთ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მზად ვართ ვიბრძოლოთ მისი ინტერესებისთვის”, _ განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, შეეშვას საქართველოს ომის წამოწყებაში დადანაშაულებას იმ პირობებში, როდესაც მას ერთი წლის განმავლობაში არცერთი ვიზიტი საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან არ განუხორციელებია.