ხორვატიის, როგორც ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოსა და ხორვატიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
“საქართველო აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს და ორივე მხრიდან არსებობს მზაობა, რომ მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება ვილნიუსის სამიტზე,” _ განაცხადა ვესნა პუშიჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
“ხორვატია ევროკავშირის ახალი წევრია და შესაბამისად, ჩვენ უკვე ძალიან ბევრი საერთო თემა გვაქვს, განსაკუთრებით ვილნიუსის სამიტის წინ. ჩვენ ვფიქრობთ ხორვატიაში ჩვენი საელჩოს გახსნაზე, ისევე როგორც ხორვატული მხარე – თავის საელჩოს გახსნას თბილისში, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში,” _ განაცხადა თავის მხრივ მაია ფანჯიკიძემ.