მან რამდენიმე დღის წინ, პარტიულ შტაბში კოალიციის დანარჩენ წევრებთან ერთად იქეიფა. მაშინ, როცა საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, ისევე როგორც წევრებს, კომისიის შექმნის შემდეგ, პოლიტიკური პარტიების შტაბებში გამართულ ღონისძიებებზე დასწრება ეკრძალებათ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლელა ტალიური “გურია ნიუსთან” საუბარში განმარტავს, რომ, “კომისიის წევრს წინასაარჩევნო პერიოდში აგიტაცია ეკრძალება”.
“პოლიტიკური პარტიის ორგანიზაციაში ყოფნა სწორედ აგიტაციაა. ასევე, არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსი, სადაც გაწერილია თუ როგორ უნდა იქცეოდნენ კომისიის წევრები. ისინი ვალდებულნი არიან არ დაესწრონ ბანკეტებს, წვეულებებს, სადღესასწაულო ღონისძიებებს, რომელიც ორგანიზებულია პოლიტიკური პარტიების ან იმ პირების მიერ, რომლებიც საარჩვენო პროცესებში არიან ჩართულნი. სავარაუდოდ ამ შემთხვევაში სწორედ საარჩევნო ეთიკის კოდექსი დაირღვა,”_ უთხრა ტალიურმა “გურია ნიუსს”.