ქალაქის ნახევარს ელექტროენერგია არ მოეწოდება, წყალი დგას ყანებში, ადიდებული მდინარეები გზაზეა გადმოსული.
სოფელ ნაგომარში, სოფელ აკეთთან დამაკავშირებელი გზა წყალმა სრულიად დაფარა _ მდინარე სუფსამ კალაპოტი შეიცვალა და გზაზე გადმოვიდა, კაპიტალური საავტომობილო ხიდი კი შუაში მოიქცია.
“გურია ნიუსი” შემთხვევის ადგილზე მუშაობს და მასალებს სტიქიის შესახებ პერიოდულად მოგაწვდით.