“საზმაუს დახურვის მომხრე ვარ. დიახ, საერთოდ უნდა დავხუროთ, რადგან წურბელებად იქცნენ და ვერადა ვერ გახდნენ მიუკერძოებლები და ნეიტრალურები. იქ დღესაც მოკალათებულები არიან ნაცების ხელისუფლების მანქურთები და ათასგვარ ინტრიგას ხლართავენ. ჩვენ კი მათ ხელფასებს ვუხდით. 40 მილიონი (!!!) კი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ჯიბიდან ხმარდება ამ არხს, სხვა კეთილ საქმეებს მოვახმაროთ. ერთადერთი გადაცემა, რომლის სხვა არხზე ყურებას დაბეჯითებით ვისურვებდი გოგი გვახარიას ”წითელი ზონაა”, _ აღნიშნავს დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.