“61-მა კაცმა შეიტანა განაცხადი და კომისიამ მხოლოდ 4 კანდიდატი გაუშვა. სამი ადგილი თავისუფალი იყო და მეოთხე ალბათ დემოკრატიისათვის აირჩიეს. 2 250 ლარიან თანამდებობაზე დასანიშნი ადამიანების სია წინასწარ იყო ცნობილი. ეს არის კონკურსანტების დაცინვა. დარჩენილ 45 ვაკანტურ ადგილზე ალბათ წინასწარ არის ცნობილი, ვინ შეიძლება იყოს შესაბამისი სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე. საკონკურსო კომისია იმ ხალხისგან უნდა დაკომპლექტდეს, რომლებსაც ამ ქალაქში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისსმგებლობის აღება შეუძლიათ,“ – განაცხადა გოქაძემ.