https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მანანა ნაჭყებია _ “საქართველომ ნაბიჯი გადადგა ტოტალიტარიზმისკენ”

8:06; 6.06.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 26 მაისს მიტინგის სასტიკი დარბევით და მომიტინგეთა სამაგალითოდ დასჯით, ღიად განაცხადა, რომ ის ძალის პოლიტიკას არა თუ გააგრძელებს, არამედ კიდევ უფრო გააძლიერებს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ხელისუფლებას ეკისრება უდიდესი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველაფერ იმაზე, რაც მოხდა. ამ სიტუაციამ ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ ბევრად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ხელისუფლება, რადგან მისმა ზღვარგადასულმა სისასტიკემ, ძალის თავხედურმა დემონსტრირებამ საბოლოოდ დააკარგვინა ნდობა საზოგადოების თვალში.

_ ძალიან ლაკონურად რომ ვთქვათ, საქართველომ, რომელიც ჩემი აზრით, ავტორიტარული სახელმწიფოა, ნაბიჯი გადადგა ტოტალიტარიზმისკენ.

დღეს, მართალია, საზოგადოებაში შიში მძვინვარებს, მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს არ არის გასული საუკუნე, როდესაც ხალხი ძალადობას და უსამართლობას წლების განმავლობაში ეგუებოდა _ მსოფლიოში სულ სხვა ვითარებაა და გარე ფაქტორები აუცილებლად იქონიებს გავლენას ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, ხალხი გამოვა ამ მდგომარეობიდან და ირწმუნებს თავის ძალას.

_ საინტერესოა, განვითარებული მოვლენების შემდეგ, რა გეგმა აქვს “რვიანს” და აპირებთ თუ არა, ხელისუფლებას მოსთხოვოთ პასუხი იმ ქმედებების გამო, რომელიც მოსახლეობის დასაშინებლად ჩაიდინეს?

_ “რვიანი” საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად შექმნილი ერთობაა და ის აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას ამ მიმართულებით. ცხადია, ამ დღეებში, როცა ადამიანები დაიღუპნენ, სასტიკად იქნენ ნაცემნი და შეურაცხყოფილნი, ბევრის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია, ძნელი იყო ხმამაღლა საუბარი საარჩევნო გარემოზე, მაგრამ უახლოეს დღეებში გამოჩნდება, როგორ გაგრძელდება ეს ბრძოლა. რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვიტყვი და ვერც დაგპირდებით, იმიტომ, რომ საზოგადოება დაღალა ცრუ დაპირებებმა და ზედმეტი მოლოდინების გაჩენამ. ჩვენ ვცდილობთ და რა შედეგიც გვექნება, ერთად დავინახავთ.

რაც შეეხება “ახალ მემარჯვენეებს”, რომელსაც მე წარმოვადგენ, გარდა “რვიანში” აქტივობისა, გადაწყვეტილი გვაქვს კიდევ უფრო გავაქტიურდეთ სწორედ რეგიონებთან მიმართებაში. არ მინდა ისე გაიგოთ, რომ ჩვენ რეგიონები აქამდე არ გვახსოვდა, მაგრამ რესურსების სიმცირის გამო ვერ ვახერხებთ, ხშირად ვიყოთ სოფლებში, მოსახლეობასთან, გავიგოთ მათი სატკივარი და ხმამაღლა ვისაუბროთ პრობლემებზე, ვაიძულოთ ხელისუფლება იზრუნოს ხალხზე, ქართულ სოფელზე, მცირე და საშუალო მეწარმეებზე, ფერმერებზე და ა.შ. დამერწმუნეთ, სხვას ოპოზიციური პარტია ვერაფერს გააკეთებს: მას მხოლოდ პრობლემების წინ წამოწევა შეუძლია და სწორი პროგრამებს შედგენა ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ უკვე ვმუშაობთ პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე და პროგრამაზე, რომელშიც ძალიან დიდი ადგილი სოფლის მეურნეობის განვითარებას და სოფლად მცხოვრები ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას დაეთმობა.

_ მოგმართეს თუ არა აქციაზე დაზარალებულმა ადამიანებმა და კონკრეტულად რა ფაქტებზე საუბრობენ?

_ თავიდან ბოლომდე საქმის კურსში ვართ, რაც ხდება. მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებული დოკუმენტური მასალის საფუძველზე, გავაკეთეთ ძალიან ემოციური ფილმი, რომელიც 26 მაისის პერიპეტიებს ასახავს და “რვიანის” ფარგლებში დიპლომატთა კორპუსს ვაჩვენეთ. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მათზე ამ ყველაფერმა, მძიმე განცხადებებიც გაკეთდა ევროსაბჭოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. დაზარალებულებს ვხვდებით და ისინი საუბრობენ სპეცდანიშნულების რაზმის, სხვადასხვა ძალოვანი ქვედანაყოფების სისასტიკეზე, რომელთა მიზანიც აქციის დაშლა კი არა, მომიტინგეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება იყო. მე “ახალი მემარჯვენეების” სახელით პრესკონფერენცია ჩავატარე და საგამოძიებო კომისიის შექმნა მოვითხოვე სახალხო დამცველთან. სახალხო დამცველი გამოგვეხმაურა და დაგვპირდა, რომ მუშაობს თითოეული ფაქტის გამოძიებაზე და მწვავე მასალებს დადებს.

_ ქალბატონო მანანა, 25 მაისს, სპეცრაზმელებმა მედიის წარმომადგენლებსაც არანაკლები სისასტიკით სცემეს.

_ ჟურნალისტების მიმართ მოპყრობა ცალკე თემაა. ეს იყო გაუგონარი პრეცედენტი, როცა ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცეს. 18 ჟურნალისტი დაშავდა, მათ ჩამოართვეს აპარატურა და აღარ დაუბრუნეს. სამოქალაქო საზოგადოებამ ამაზე ხმა აიმაღლა და ძალიან კარგია, რომ ის სულ უფრო აქტიურად ერთვება ამ პროცესში.

_ რამდენიმე ადამიანი საუბრობს იმის შესახებ, რომ სპეცრაზმში შეინიშნებოდა უცხო ენაზე მოსაუბრე სპერაზმელები. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ _ ისინი იყვნენ საქართველოში მცხოვრები სხვა ერის წარმომადგენლები თუ უცხო ქვეყნიდან შემოყვანილები?

_ სამწუხაროდ, ისინი მხოლოდ ქართველები იყვნენ. წარმოიდგინეთ, როგორ გაუკვირდა ხალხს ეს სისასტიკე, რომ მითიც კი შეთხზეს, თითქოს სპეცრაზმელები ქართველები არ იყვნენ. მათ საგანგებოდ ამუშავებენ ფსიქოლოგიურად, მათთვის მიხეილ სააკაშვილის მტერი სამშობლოს მტერია და რაც მთავარია, ისინი იმდენად არიან დაინტერესებულნი პირადი კეთილდღეობით, რომ ყველაფერზე მიდიან. ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ ძალოვან სტრუქტურებს ამ ქვეყანაში ბევრად უკეთესი მატერიალური ანაზღაურება აქვთ, ბევრად უკეთესი პირობები, ვიდრე სხვა ფენებს.

_ რის იმედი აქვს “რვიანს”? საზოგადოებაში აქტიურია ასეთი შეფასება _ ვერც “რვიანი” და ვერც პარტიების სხვა ნაკრები ყბადაღებულ საარჩევნო გარემოს ვერასოდეს შეცვლის, თუ ეს არ ნებავს მიხეილ სააკაშვილს.

_ ვერ გეტყვით,, რომ ან “რვიანს” ან “ახალ მემარჯვენეებს” ჯადოსნური ჯოხი გვაქვს და ერთბაშად რამეს შევცვლით. მდგომარეობა ურთულესია, ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმია, რომელიც ტოტალიტარიზმისკენ მიექანება. ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალია _ საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს საკუთარი ძალა. მხოლოდ ხალხს შეუძლია წერტილი დაუსვას ყველაფერს და დაამარცხოს რეჟიმი. მერწმუნეთ, ყველას შეუძლია საარჩევნო ყუთთან ჩაიდინოს პატარა “გმირობა” და გადახაზოს “ნაციონალური მოძრაობა”. მოდით, ვაღიაროთ, რომ ეს რეჟიმი ჩვეულებრივ ადამიანურ სისუსტეზე დგას _ ვიღაცას სამსახურის დაკარგვის ეშინია, ვიღაცა ფიქრობს, რომ დახმარებას წაართმევენ, ვიღაცა პენსიას უფრთხილდება, ვიღაც მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს. ნურაფრის გეშინიათ. ამ ბრძოლაში ჩვენ პროლეტარიატივით ვართ _ საკუთარი ბორკილების მეტს არაფერს ვკარგავთ. ფიქრობთ, რომ ისევ გააყალბებს ხელისუფლება არჩევნებს? დიდი დოზით ვერ გააყალბებს _ ასეთი რამ არ ხდება. შეიძლება, 10-20% გააყალბოს, მაგრამ ტოტალურად ვერ შესძლებს, ამას მართლაც მოჰყვება ისეთი სახალხო მღელვარება, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება.

ცხადია, ოპოზიციასაც ეკისრება განსაკუთრებული როლი. დღეს ოპოზიციური პარტიები სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო დისკრედიტებულნი არიან, მაგრამ ეს დროებითია. ადამიანები იმედის გარეშე დიდხანს ვერ ძლებენ და ამ იმედს, ამ დასაყრდენს აუცილებლად გამოარჩევენ.

_ ფიქრობთ თუ არა, რომ სამოქალაქო საზოგადოება იქნება ისეთივე აქტიური, როგორიც იყო 26 მაისის შემდგომ დღეებში?

_ რაღაც უნდა გადავტეხოთ აზროვნებაში. ჩვენ სახალხო პროტესტი ვცადეთ და ვშიშობ, კიდევ მოგვიწევს, თუ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა არ გამოიჩინა. ამ ეტაპზე ასე ჩანს, რომ ქუჩის აქციებმა ამოწურა თავისი. მგონი, ხალხმაც დაინახა, რომ ყველაზე მეტად ვისაც ეჩქარება, ყველაზე მეტად ვინც გულზე მჯიღს ირტყამს და პირდება, მთებს გადავდგამო, მაინცდამაინც მამაცი ვეღარ გამოდგება ხოლმე ბოლოს. “ახალი მემარჯვენეები” გპირდებით, რომ ბრძოლას გავაგრძელებთ, მაგრამ არა ისე, რომ ხელისუფლებას თავპირი დავასისხლიანებინოთ და ამით შევაცოდოთ ან მოვაწონოთ საზოგადოებას თავი. ამას ნამდვილად აღარ ვაპირებთ. ერი ამ შეურაცხყოფას არ გადაყლაპავს. შესაძლოა ცოტა ხანს შიშმა დაისადგუროს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ _ დღეს სხვა დროა, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და ხალხი იპოვნის საკუთარ თავში ძალას.

რაც შეეხება ოპოზიციას _ დღეს ისმის მოწოდებები გაერთიანებისკენ. ეს ეტაპი ჩვენ გავიარეთ და მწარედ მახსოვს, რომ ამან წარმოშვა ძალიან მძიმე მოვლენა ქართულ პოლიტიკაში, რასაც “პადოშიზმი” დაერქვა ხატოვნად. ყველა ვერ გაერთიანდება _ ისეთი ჭრელია პოლიტიკური სპექტრი და იმდენი სხვადასხვა ინტერესის მქონე პარტია თუ პირია პოლიტიკაში მოსული ან “შემოყრილი” ხელისუფლების მიერ, რომ ხელოვნური გაერთიანებები ვერაფერს მოგვიტანს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა, მაგრამ თვითმიზანი ყველას გაერთიანება არ უნდა იყოს. ჯერ ადრეა საუბარი გაერთიანებებზე, მაგრამ, ვფიქრობ, რამდენიმე პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ჭკვიანი და სერიოზული პოლიტიკური ძალა მართლაც მოახერხებს დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატივის შექმნას. ცხადია, უნდა მივხვდეთ, რომ ერთი ხელისუფლების წასვლა და მეორე პოლიტიკური ძალით მისი ჩანაცვლება ვერაფერს შეცვლის, თუ პარლამენტში რამდენიმე პოლიტიკური ძალა არ მოვიდა და ის არ დაბალანსდა. ამიტომ არჩევნები გვიჩვენებს, რომელ პოლიტიკურ ძალებზე გააკეთებს არჩევანს ჩვენი ამომრჩეველი.

_ “რვიანი” საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მაისის ბოლოსთვის თხოვდა. მაისი დასრულდა, კონკრეტული შედეგი კი არ ჩანს.

_ შედეგი არ არის, მაგრამ უშედეგობა ისევ ხელისუფლებას შეუქმნის პრობლემებს საერთაშორისო საზოგადოების თვალში. 2012-13 წლები გადამწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ბევრი რამ დამოკიდებულია საქართველოს გარეთ განვითარებულ მოვლენებზეც. არ გამოვრიცხავ, ხელისუფლება მიხვდეს, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს, თუ საარჩევნო გარემოს ცოტათი მაინც არ გააუმჯობესებს. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, საზოგადოებამ თავისი ძალა ირწმუნოს. როცა მეკითხებიან, რისი იმედი გაქვს, ვპასუხობ _ ხალხის და დარწმუნებული ვარ, არ ვცდები.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

20:09; 3 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

17:57; 3 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

17:49; 3 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რამდენი კოლეჯის და პროგრამის შემოხაზვა შეეძლებათ აბიტურიენტებს წელს უმაღლესი სასწავლებლების გარდა

17:23; 3 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2 თებერვალი, 2026

ისევ სოციალური დახმარების შესახებ

რეჯებ ჟორდანიას წიგნის პრეზენტაცია

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

20:09; 3.02.2026
საზოგადოება

საშიშია თუ არა გაზქურით სახლის გათბობა

20:01; 3.02.2026
საზოგადოება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

18:05; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

17:57; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

17:49; 3.02.2026
პოლიტიკა

რამდენი კოლეჯის და პროგრამის შემოხაზვა შეეძლებათ აბიტურიენტებს წელს უმაღლესი სასწავლებლების გარდა

17:23; 3.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:44; 3.02.2026
ფინანსები

არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება

15:52; 3.02.2026
ფინანსები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:30; 3.02.2026
სამართალი

სირაძე: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, 15 პირს ბრალი წარედგინება – მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია

15:20; 3.02.2026
საზოგადოება

რა გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად

14:44; 3.02.2026
საზოგადოება

არალეგალური სასაკლაოები- სეს-მა ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

14:20; 3.02.2026
სამართალი

რუსთავის ქალთა ციხეში 70 წლის პატიმარი გარდაიცვალა

13:07; 3.02.2026
საზოგადოება

მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

12:20; 3.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთი ნოტარიუსის გარეშე

12:03; 3.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო