ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე შარაშენიძემ G_News TV-ის ეთერში, გადაცემა “დასვით შეკითხვა”-ში სტუმრობისას განაცხადა. შარაშენიძის ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფი, გომის მთაზე მყოფი მწყემსების დასახმარებლად არის გაგზავნილი:
_ ნაადრევად მოსული თოვლის გამო მწყემსებს პრობლემები შეექმნათ და სპეციალური ჯგუფი მათ დასახმარებლად დილით გაემგზავრა, _ აღნიშნა შარაშენიძემ.