რომელიც, მერაბიშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების მოხსნას და ჭიაბერაშვილისთვის გირაოს საფასურის გაუქმებას ითვალისწინებდა. ნაცმოძრაობის”ყოფილი გენმდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე ძირითადი სხდომა 7 ოქტომბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი თქმით, ბრალდებულების მისამართით გაკეთებული განცხადება, რომ მათ შეიძლება ზეწოლა მოახდინონ მოწმეებზე და გაანადგურონ მტკიცებულებები, არასწორია.
“მოიკითხეთ, რამდენჯერ არის დაჯარიმებული ვანო მერაბიშვილი მას შემდეგ, რაც პრემიერი აღარ არის და სამთავრობო ესკორტით აღარ გადაადგილდება. მაგ ლოგიკით შეიძლება თქვენ სასჯელაღსრულების მინისტრიც გაათავისუფლოთ იქიდან. 3 669 მოწმეზე ზეგავლენა რომ მოვახდინოთ და ყველა ერთად ვნახოთ, 200-კაციანი “სპეცნაზი” მაინც დაგვჭირდება,” _ განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს და კახეთის გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს გამოძიება წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას ედავება. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მის წინააღმდეგ გამოძიება, მეორე ე.წ. კვარიათის ეპიზოდზეც მიმდინარეობს _ საუბარია მერაბიშვილის შსს-ს მინისტრობის პერიოდში, კერძო პირის აგარაკის მითვისებასა და მისი სახელმწიფო ხარჯებით გარემონტებაზე.