სემინარს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდნენ.
ტრენინგში მონაწილეობა 25 პროკურორმა მიიღო. სემინარის მიზანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი წინასწარი პატიმრობის სტანდარტების შესახებ პროკურორებისა და გამომძიებლების ინფორმირების გაზრდა, ასევე, აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის თავისებურების მიმოხილვა და მათთვის გამოცდილების გაზიარება.
ტრენინგის მეორე დღეს, 27 სექტემბერს, სემინარში მონაწილეობას მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 თანამშრომელი.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი აღნიშნულ ტრენინგპროგრამაზე აქტიურად განაგრძობს მუშაობას და უახლოეს მომავალში ამ მიმართულების მეორე ეტაპის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ჩართულობისა და ინტენსიურობის თვალსაზრისით უფრო მასშტაბური იქნება.