საკანონმდებლო წინადადება მაგდა ანიკაშვილს, გიორგი თარგამაძეს, გიორგი ახვლედიანსა და ლევან ვეფხვაძეს ეკუთვნის. კომიტეტმა აღნიშნულ საკითხზე ინიციატივა თავად მოამზადა, რომელსაც მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავენ.
“ჩვენი ინიციატივა კიდევ უფრო უკეთესი იყო. ვესაუბრე ინიციატორს, რომელიც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჩამოსვლა გადაიფიქრა. მითხრა, რომ თვითონაც უნდოდა ამ კანონის მიღება, მაგრამ რადგან ჩვენ უკვე ვიმუშავეთ საკითხზე, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა,” _ განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.