ქიტოშვილი აღნიშნავს, რომ ულიცენზიოდ მაუწყებლობა სისხლის სამართლის საქმე იყო და ეს პრობლემა შსს-ს და პროკურატრურას უნდა მოეგვარებინა. თუმცა, ეს ტელევიზია ამავე სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ იყო შექმნილი.
“ტელეკომპანია “ალანიას” ჩემს პერიოდში არანაირი ლიცენზია არ მიუღია. კომპანია აბსოლუტურად ულიცენზიოდ საქმიანობდა და შესაბამისად, არც მე და არც კომისიას არ გვქონდა არც სამართლებრივი და არც სხვა გავლენა, რომ ეს აღგვეკვეთა. ვინაიდან, ულიცენზიოდ საქმიანობა სიხლის სამართლის დანაშაული და მისი აღკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას ევალებოდათ,” _ განაცხადა ქიტოშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, “ერთგვარი ჩაკეტილი წრე იქმნებოდა, როდესაც “ალანიას” საქმიანობა მისსავე მფლობელს უნდა აღეკვეთა”.
“ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, რომ შექმნილიყო ტელევიზია, რომელიც სამხრეთ ოსეთში პრო-ქართულ ინტერესებს გაავრცელებდა,” _ განაცხადა ქიტოშვილმა.