“სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი მონაწილეობა მარტივი გადაწყვეტილება არ იყო. ასე ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა და ჩვენც დავეთანხმეთ. ჩვენი მონაწილეობა უსაფრთხოების თემებთან არის დაკავშირებული და იმის რისკს ამცირებს, თუ იქ რაიმე უბედურება მოხდება საქართველოს დააბრალონ, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ადრე თუ ჩრდილო კავკასიაში რაიმე მოხდებოდა, ხელს მაშინვე საქართველოსკენ იშვერდნენ,“”– განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ ოლიმპიურ თამაშებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობის თეორიული შანსიც არ არსებობს.