მისივე თქმით ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნების თემით არ ინეტერესდება და საზღვრებზე, მავთულხლართები მაშინ ივლება, როცა ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობებს, წარმატებულად აფასებს.
“ძალიან მძიმე ამდგომარეობაა და დღევანდელმა შეხვედრამ ეს დაადასტურა. რუსეთის წარმომადგენელი არ ინტერესდება დევნილების დაბრუნების საკითხით, არ აქვს კონკრეტული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მავთულხლართების გავლება სწორედ იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ხელისუფლება რუსეთთან თავის ურთიერთობას წარმატებულად აფასებდა, ეს მიუთითითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს თავისი პოლიტიკის სავალალო და ტრაგიკულ შედეგებს”, _ განაცხადა თაქთაქიშვილმა ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შეფასების კომენტირებისას.