გიორგი ვოლსკის განცხადებით აბაშიძემ ყველა საკითხზე საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრა და უმცირესობის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს ვერ გაიზიარებს.
“სტილი აქვს უმცირესობას ასეთი, რომ აკრიტიკონ. არის მოსაზრებები და შეხედულებები მათი მხრიდან რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ არის არაკონსტრუქციული მოსაზრებები და ზოგჯერ სასაცილოც კი”, -განაცხადა ვოლსკმა.