შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის, არალეგალურ მიგრაციასთან, ნარკოდანაშაულთან და ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თემატური მუშა ჯგუფების ფორმატში პრობლემურ საკითხებს ერთობლივად განიხილავენ. სამომავლოდ, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ახალი შეთანხმების დადება იგეგმება.
მინისტრებმა ხელი “საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე” ერთობლივ განცხადებას მოაწარეს.
აღნიშნულ შეხვედრამდე ღარიბაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს ვლადიმერ ვაშჩენკოს შეხვდა. მხარეებმა ყოველწლიური თანამშრომლობის გეგმაზე ისაუბრეს და ორ ქვეყანას შორის ექსპერტების დონეზე თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.