ამის შესახებ “გურია ნიუსს” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა:
_ ჩემი პრესამსახურის ხელმძღვანელი, მარინე კუპრეიშვილი, ჩემი ასაკის, ძალიან გამოცდილი ჟურნალისტია. ის, ამავდროულად ლექტორია. მართალია, ზოგჯერ უხეშად ესაუბრება ჟურნალისტებს, მაგრამ ცუდი განზრახვით არა. ხშირად დედაშვილურად არიგებს მათ, რაც ჟურნალისტებს არ მოსწონათ, _ აღნიშნა ბერიძემ.
ავთანდილ ბერიძის თქმით, მარინა კუპრეიშვილის ნიჭს და გამცდილებას აუცილებლად გამოყენებს, თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარეს არ დაუკონკრეტებია სად დაასაქმებს პრესსამსახურის ჯერ კიდევ მოქმედ ხელმძღვანელს:
_ ცვლილებები იგეგმება, თუმცა, ამით პრესსამსახურის მუშაობა არ შეფერხდება და მედიის წარმომადგენლებს პრობლემები არ შეექმნებათ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბერიძემ
არის თუ არა ავთანდილ ბერიძე “გაბღენძილი” VIP პერსონა, რატომ იღებს ხშირად სასაფლაოზე ფოტოებს, აჭერს თუ არა ლიფტის ღილაკს ხელს მის მაგივრად დაცვის თანამშრომელი, ვინ დადის ბულვარში მისი მანქანით და რატომ ურჩევს მოქალაქეებს საკრებულოს წევრების გადარჩევას, ჩვენი ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ.