შეხვედრას დაესწრებიან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი.
ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისა და პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა ხონის, თერჯოლის და ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.





























































