მისივე თქმით, სამინისტროს ანგარიში მნიშვნელოვანი იყო კომიტეტისთვის, რადგან ყველამ უნდა იცოდეს რა ხდება სტრუქტურაში და როგორ მუშაობს ეს უწყება. როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა კომიტეტს მაკონტროლებლის ფუნქცია აკისრია და ყოველთვის ინტერსდება სამინისტროში მიმდინარე ცვლილებებით და სიახლეებით.
“აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი, რომელიც კომიტეტს აკისრია ფუნქციად, კიდევ უფრო გაღრმავდება. კომიტეტი ინტენსიურად აკონტროლებს სამინისტროს. გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, მაგრამ ანგარიშის წარდგენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.ყველამ უნდა იცოდეს, რა ხდება სტრუქტურაში. ჩვენ გვაინტერესებდა, როგორ მუშაობენ ახალი სტრუქტურები. რაიმე შემაფერხებელი წინაღობები ხომ არ არის. რა თქმა უნდა, არის ასეთი. ამის გარეშე წარმოუდგენელია პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ნელ-ნელა სამინისტრო იმკვიდრებს მის ადგილს. ჩვენ დავაკომპლექტეთ 800 ახალი საშტატო ერთეული. ეროვნულ სატყეო სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურში სხვა სატყეო უწყებეში, სამინისტროს ქოლგის ქვეშ მოქმედ უწყებებში. ბევრი გამოწვევა დგას ჩვენს წინაშე . ეს არის ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა, ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების პრობლემები, რომლებიც თვალშისაცემია. ხე-ტყის განადგურება.ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ.ეს არის ქვეყნის ტვირთი”, _ განაცახდაცაგარეიშვილმა.